16881ee236db.jpg

კუმისი 2016, 23 აპრილი.

მთელი სერიოზულობით მივუდექი(თ) პირველ ტურს. ვარჯიშების დადგომამდე სულ ვფიქრობდი რით შეიძლებოდა რაიმე კოზირის მოპოვება. გასაღებს ვეძებდი დასაკვებში და სატყუარაში. დასაკვებზე პირდაპირ გეტყვით, რომ აქცენტი მქონდა მხოლოდ ქარხნულ ვარიანტებზე, არავითარი ქატო და ღერღილი. ხოლო სატყუარას რაც შეეხება, დავიწყეთ მატილის მოძიება და ვიშოვეთ კიდეც, თუმცა წვრილი, 16 ნომერზე რომ რთულად წამოაგებ ისეთი, მაგრამ ვთვლი, რომ თავის საქმე შეასრულა.

ტურნირამდე ვივარჯიშეთ 2-ჯერ, ორი და ერთი კვირით ადრე. აქედან პირველ გასვლას ვარჯიშს ვერ დავრქმევ :D ეს იყო ჩემი პირველი თევზაობა ოქტომბრის მერე და გადავყვეი „აბვესს“)) მასთან გაცნობას, მორგებას და ტესტირებებს. გიომ და პაატამ კარგად ითევზავეს. დასაკვები ჰქონდათ  მოკრძალებული, მაგრამ ამავე დროს ეფექტური, მოსწონდა კარჩხანას. კარგად იმუშავა მაგ დღეს მატილმა. მანძილი, ახლო დისტანცია, დაახლოებით 15 მეტრი. ამ დღეს უკვე გამიჩნდა ეჭვი, რომ დამჭირდებოდა მოკლე ანკესი, იდეალური იქნებოდა 3 მეტრის პიკერი, მაგრამ ტურნირი იმდენად ახლოს იყო, რომ მის შეძენას ვეღარ მოვასწრებდი. ოქტომბრიდან მოყოლებული ტურნირისთვის ვემზადები და არმოჩნდა რომ საჭირო ჯოხი არ მაქვს. საუბარია ჯოხის სიგრძეზე, დამიჯერეთ 3,6 ჯოხით რთულია ფიდერით ითევზავო 12-14 მეტრში. სროლა ალბათ შესაძლებელია, მაგრამ ვიზუალურად უშნო და კლიფსასთვის „მტკივნეული“ ))))

561b2458345c.jpg6810e9321a0c.jpg

მეორედ ერთი კვირით ადრე ვივარჯიშეთ მე და პაატამ, გიომ ვერ მოახერხა გამოსვლა. დილით 8-ზე უკვე კუმისზე ვიყავით და ავირჩიეთ სატურნირო ზოლის მარჯვენა მხარე, ანუ C სექტორი. დავჯექით გვერდი-გვერდ და ერთდროულად დავიწყეთ დაკვება (სანამ გავიშალე, პაატას კი მოუწია ლოდინი :D). შევაჯიბრეთ მარტივ ბაზაზე შეზავებული და მხოლოდ 2-3 სახეობის სენსასის შერევით მიღებული დასაკვები. მე ჯიუტად მივიჩნევ, რომ მხოლოდ ქარხნული ვარიანტი უნდა იყოს უპირატესი. ეს ასე არ აღმოჩნდა! ტურირზეც ვიწვნიე იგივე!

 

 

მე ვთევზაობ 20 მეტრში, ხოლო პაატა უფრო ახლოს დაახლოებით 15 მეტრში. კენკვა იყო, ჩარტყმებიც სტანდარტული მქონდა. სროლის მერე სადგარზე დადება… ლოდინი… ჩარტყმა! თევზი ამომყავს, მიუხედავად იმისა, რომ წვრილი კარჩხანაა, ქვივერზე კარგად იგრძნობა მისი ჩარტყმა. შევცვალე რამდენიმე სადავე. იმუშავა მატილის და ნივრის არომატმა, ნემსკავებიდან ტუბერტინმა წითელი 16 ნომერი და კამასანმა ბ520 16 ნომერი. იმ მომენტში ჩემი გამოუცდელობის გამო ტემპზე საერთოდ არ ვფიქრობდი, საშუალოდ ვიფიქრე რომ ნორმალური კენკვაა და კმაყოფილი ვარ. ვითევზავეთ პირველ საათამდე, მერე ამოვარდა ისეთი ქარი, სკამები ამოგვიტრიალა, სად რას მივსდევდით არ ვიცოდით… ((( 20 ცალამდე მყავდა მე და პაატას უფრო მეტი (არ დაუთვლია). აშკარაა რომ დისტანცია და დასაკვები პაატასი სჯობდა.

 

 

ბიჭებთან ერთად ვაანალიზებთ ვარჯიშებს და ვგეგმავთ ტურის დღეს. სადავეებს ვამზადებთ ზუსტად 40 სმ-ს (ეს ერთ-ერთი შეცდომაა, ჩემი აზრით. სადავე უნდა გქონდეს გრძელი(ც) და, თუ იმ მომენტში მოკლე გჭირდება, წამებში გააკეთებ მოკლე მანძილზე ყულფს, აი, მოკლეს კი ვეღარ დააგრძელებ). მონტაჟში შევიტანე შემდეგი ცვლილება და გაამართლა: მონო 0,25 მოკლე შოკის ნაცვლად ვიყენებ 0,30 ფლუროს. სკრუტკა ძალიან ხისტია და ტურზე 1 თუ 2 მცირე გადახლართვა მქონდა მხოლოდ. გული მწყდება რომ არსენალში არ მაქვს 3 მეტრის პიკერი, საჭიროა ახლოს თევზაობა, მაგრამ ამას მე ვერ შევძლებ ჩემი 3,6-ით. დასაკვებს ისევ ქარხნულს ვაწვები, ოღონდ უფრო თევზის არომატიკისკენ მიმყავს, ამინდების ცივი პროგნოზების გამო. მატილზე დარეკილია, ყველაფერი ჩალაგებულია და მოახლოვდა ნანატრი დღე!! ჩემი პირველი ტური!!

 

დილის 6 საათი. მე და გიო ვხვდებით ერთმანეთს საპატრიაქროს ტბებთან. გიო გადმობარგდა ჩემს მანქანაში, გადასახვევთან დაველოდეთ პაატას და გავუყევით კუმისის გრუნტიან გზას. მთავარია, არავის ჩაგვძინებია და დროზე ადრე მივედით ნაპირზე. ნერვიულობისა და ადრენალინის გამო ცუდად გვეძინა სამივეს, მაგრამ უძილობა გვავიწყდება საერთოდ. ნელ-ნელა იკრიბებიან ცნობილი და წარმატებული სპორცმენები, რომლებსაც ადრე მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობდი. ჩვენი ფორუმი ისეთია, მართლაც ოჯახივით, არაა საჭირო ყველას ახლოს გაცნობა და მისვლა, ყველა ყველას იცნობს და პატივისცემით ეპყრობა.

დაიწყო კენჭისყრა, სადაც რიგმა მოგვიწია ბოლოს J პაატას ვეუბნები, შენ C-ში უნდა გაგიშვა, მე იქ წამსვლელი არ ვარ-მეთქი. მართლაც ასე მოხდა, ჩვენი გუნდისთვის ძალები სწორად გადანაწილდა, პაატა C ზონაშია, მე B-ში, ხოლო გიო A ზონის განაპირა მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ მზად ვიყავით, არცერთს არ მოგვიწია ლელების მოჭრა და ბილიკის მოსუფთავება. გიო დავტოვე თავის სექტორში და გავეშურე ჩემი ადგილისაკენ… B36. მარცხნიდან მეზობლებს ვერ ვცნობ, აი, მარჯვნივ კი ზაზაა (დოქტორ) და გიგა ბაინდურაშვილი. სიგნალიც დამეწია, გვაუწყეს სექტორებში შესვლა. დავიწყე ამუნიციის გაშლა, სხვათაშორის უკვე უფრო ნაკლებ დროს ვანდომებ ვიდრე ვარჯიშებზე მჭირდებოდა. გავამზადე დასაკვები, მსაჯებს ყველაფერი წესების მიხედვით ლიტრაჟებში ვაჩვენე. საიმძიმე გამოვატარე ჩემს წინა და 25 ბრუნზე რეზინით დავკლიფსე. ეს არის დაახლოებით 18-19 მეტრი. აწყობილი მაქვს მეორე ანკესიც, ყოველი შემთხვევისთვის.

 

რაც შეეხება დასაკვებს და შეიარაღებას:

 

ძირითადი ანკესი: Maver Abyss X A2445, 12FT, კარბონის ლაითი ქვივერით;

ძირითადი კოჭა: Daiwa Freams 3000, 0.10 Matrix-ის წნული;

სათადარიგო ანკესი: Maver Abyss X A2040, 12FT, შუშის ლაითი ქვივერით;

სათადარიგო კოჭა: Daiwa Advantage 3000, 0.20 მავერის Stone River მონო;

სადავე: დრენანის 0,12 ფლურო, კოლმიკის 0,105 მონო.

ნემსკავები: ტუბერტინი წითელი #16, კამასანი ბ520 #16 და #18, ოვნერი 50354 #16.

საკვებურები: ფიდერსპორტის 28გრ. გურუს 20 და 23გრ. დრენანის 25გრ.

დასაკვები: ტრაბუკოს და სენსასის წითელი ფერის დასაკვების მიქსი, ასევე კოპტონი, სენსასის 2მმ ფიშმილის პელეტსი და ეს პელეტსი დაფქვილი, ცოტა სენსასის კარასინი. ჯამში 6-7 ლიტრი (ბევი მომივიდა);

 

მოკლედ, სტარტი გვაქვს ზუსტად 9-ზე. ჩემი და მთავარი მსაჯის საათის წუთის ისრები ზუსტად ემხთხვევა ერთმანეთს :)))

5 საკვებურის სროლა მოვასწარი, გავაკეთე სადავე 40სმ ტუბერტინის ნემსკავით და წავიდა, მაგრამ არაფერიც არ წასულა! 12 საათამდე უთევზოდ ვიჯექი, საერთოდ 0-ზე! რა არ ვცვალე, ჭიებისა და  მათი წამოგების კომბინაციები, სხვადასხვა არომატის სპრეები, გავზარდე დისტანცია მეორე ანკესით 35 ბრუნზე, ესაა დაახლოებიტ 28 მეტრი, მაგრამ შედეგი ნული! უკვე ნერვიულობამ ამიტანა. ვხედავდი ზაზას და გიგას როგორ გამოჰყავდათ კარჩხანები.

 

გადავედი ისევ ჩემს ძირითად წერტილში, არ ვნებდები! ახლა დავიწყე 3/1-ზე ცარიელი საკვებურის სროლა, მერე 4/1-ზე. ამან გაამართლა, თუმცა ვარჯიშებზე რომ ჩარტყმები იყო ქვივერზე, ახლა ესე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მავერის ჯოხი ლაითი მედიუმია და არა პიკერი, აშკარად იგრძნობა რხევა და შემდეგ სიწყნარე. ანუ აიღებდა სატყუარას და გაიტრუნებოდა. ასე 2 საათისთვის ალბათ 5-6 კარჩხანა მყავდა მხოლოდ. ძალიან ცუდი შედეგია, ჩემს თავზე ვბრაზობ, რისთვის ივარჯიშე, ან ეს სენსასები რა ჯანდაბად მინდოდა-მეთქი. ბიჭებზეც ვფიქრობ, ნეტავ, ისინი რას შვებიან, მაგრამ მაგათი დიდი იმედი მქონდა. ბოლო 2 საათში დავიჭირე 30 ცალამდე კარჩხანა. კარგად ავეწყე, მიშველა ტუტი-ფრუტიმ, კოღოს მატლმა და ცარიელმა საკვებურამ. ვფიქრობ, დისტანცია რომ თავიდანვე მოკლე მქონოდა და დასაკვები უფრო მარტივი მეხმარა შედეგს მინიმუმ გავაორმაგებდი (მეტს ალბათ ვერა). რა ყოფილა ეს ტურნირი!

დრომა გაიფრინა… 16:00 საათი იწურება, სადავე ჩამიწყდა და აზრი არ აქვს ახლის გაკეთებას. 1 წუთიც არ დარჩა… ბოლოს ამოყვანილმა თევზებმა ცოტა ხასიათი გამომიკეთა, მთლად ნოლზეც არა ვარ. ამიწონეს 810 გრ და 35 თევზი. სიაში ვიყურები და ზაზას 64 ცალი ჰყავს, ხოლო გიგას 96 ცალი. ყოჩაღ მაგათ! ზაზა მეუბნება, დისტანცია არ გივარგოდაო და მართალიც იყო (მახსენდება ჩემი ნანატრი 3 მეტრიანი პიკერი…).

შეცდომები ჩემი გადმოსახედიდან:

 

  1. მოკლე ჯოხის არ ქონა (შესაბამისად ახლო სათევზაო ჭერის წერტილი, ასე 12-14 მეტრი);
  2. დასაკვები, არ იყო საჭირო ამდენი ქარხნული სენსასი. ჩხიკვთა ქორწილი ხომ გახსოვთ, წრუწუნას რომ ყანწი მიართვეს და თხილი მირჩევნიაო, ესეა ჩვენი კარჩხანაც J)))) კოპტონი და მისთანები უყვარსსს და ესროლე თუ გინდაა J J))
  3. დასაკვები რომც იდეალური ყოფილიყო, არ უნდოდა ამდენის მიწოდება. მთელ ტურზე ალბათ მაქსმიუმ 1,5 ლიტრის გადანაწილება (როგორც მერე თქვეს, ჩემი ზონა ცარიელი საკვებურით მოიგო სერგო კურგინიანმა).
  4. მოკლე სადავე, გრძელი სადავე ქმნის ვარდნის იმიტაციას და იმ მომენტში იდეალური იქნებოდა;

 

პირველი გიო ვნახე და 91 ცალიო რომ მითხრა, გავგიჟდი. აქეთ პაატამ დაჯაბნა C ზონაში ძალიან გამოცდილი სპორცმენები და 4-ნი გამოიტანა (სულ ცოტა დააკლდა საპრიზო ადგილამდე). ბიჭები, მიუხედავად თავიანთი კარგი ასპარეზობისა, საუბრობენ პატარ-პატარა შეცდომებზე, დროის არა რაციონალურად გამოყენებაზე და ა.შ. სამწუხაროდ, მე მხოლოდ მე-15 ადგილი მერგო. გუნდს ჯამურად 24 ქულა აქვს, ისევე როგორც Goodfellas-ს, მაგრამ მათ მეტი წონა აქვთ და 6-ნი ერგოთ, ჩვენ 7-ნი. სამწუხაროა, დებედაზე ვერ მოვხვდით, მაგრამ დებიუტისთვის კარგია. ვამაყობ ბიჭებო თქვენით!

 

…გუნდ-გუნდად შეკრილი მეთევზეები, აზრების და შეცდომების გაცვლა/გაზიარება, გიგას ექშენ კამერა და დაჯილდოება. ზარკალიანმა და მისმა გუნდმა დახურა კუმისი, მოხსნილია რეკორდები J მე ვიდეო მაქვს ნანახი, სადაც გასული წლების ტურნირებში 1კგ-ნი ნადავლი იმარჯვებდა, ახლა სულ სხვა სტანდარტებია, მაღალი დონის სპორცმენებმა „რამკები“ აწიეს! მოგვიწევს მაქსიმალურად მათი მიდევნება, მიყოლა და სწავლა… მთავარი მსაჯი მკაცრ მითითებებს გვაძლევს სიონისთვის, შემოწმება უფრო გამკაცრდება….

 

 

ახალი რეპორტით სიონამდე :))) გარგძელება იქნება….

Share