ფსკერის შესწავლა წარმატებული თევზჭერისათვის
წარმატებული თევზაობისათვის, აუცილებელია რომ მეთევზემ იცოდეს, თუ როგორია სათევზაო არეალის ფსკერი, იცოდეს მისი ცვლილებები გარკვეულ დისტანციებზე, გრუნტის სახეობა (კლდოვანი, ბალახი, კენჭნარევი, სუფთა მყარი გრუნტი, ლამი და ა.შ.), უნდა შეისწავლოს მისი სიღრმეები.
რისთვის გვჭირდება ფსკერის რელიეფის შესწავლა?
ყველამ კარგად იცის, რომ თევზი ბუდობს და იკვებება გარკვეულ ადგილებში, მაგალითად ზოგი იკვებება სწორ მოედანზე, ზოგი ორმოს კუთხეში, ზოგი წყლის შუა იარუსში და ა.შ.
სწორედ ამიტომ, მეთევზემ ჯერ უნდა მოძებნოს პერსპექტიული ადგილი სათევზაოდ, ხოლო შემდეგ დაიწყოს ჭერა.. ალბათ ყველას გაგიგიათ ფრაზა „წამო იქით დავდგეთ, იმასთან თევზია“ … ერთერთი მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ იჭერს თევზს მეთევზე, არის სწორედ ფსკერის რელიეფის არცოდნა.
მაგალითისათვის: თუ თევზს, სატყუარას მივაწვდით ისეთ წერტილში, სადაც ბალახია, თევზმა შეიძლება ვერასდროს მიაგნოს მას.
ფსკერის კვლევის მეთოდი
ფსკერის რელიეფის შესასწავლად დაგვჭირდება ფსკერის საკვლევი სიმძიმე – ეს არის სიმძიმე, რომელსაც გააჩნია პატარა წანაზარდები „შიპები“..
ფსკერის კვლევა ხდება შემდეგნაირად: მოვაბამთ აღნიშნულ სიმძიმეს ჩვენს მონტაჟს, და ვტყორცნით მაქსიმალურად შორს. ამოხვევის დროს ანკესს ვიჭერთ გვერდულად და ნაპირის ზოლის პარალელურად.. სიმძიმეს ვექაჩებით ნაპირის საწინააღმდეგო მიმართულებით გარკვეულ მანძილზე და შემდეგ ამოხვევებით მიგვყავს ანკესის წვერი საწყის წერტილამდე ისე რომ არ ვექაჩებით სიმძიმეს.. ამ დროს (გამოქაჩვებისას) ხელში ვგრძნობთ ამ სიმძიმის ყოველ შეხებას გრუნტთან და პრაქტიკაში უკვე ვხვდებით, ანკესის როგორი რეაგირება, როგორ ზედაპირზე მიგვითითებს..
სიღრმის კვლევა
ეს საკმაოდ მარტივი პროცედურაა, მაგრამ გონება კონცენტრირებული უნდა გვქონდეს მხოლოდ ამ საკითხზე..
როდესაც ჩვენს სიმძიმეს ვტყორცნით, ჩვენთვის სასურველ წერტილში, წყალში ჩავარდნიდან, ფსკერზე მოხვედრამდე, ქვივერი არის მოღუნული, ხოლო როგორც კი შეეხება სიმძიმე ფსკერს, ქვივერი სწორდება.
როგორც კი სიმძიმე შეეხება წყლის ზედაპირს, დაიწყეთ თვლა, ითვალეთ მანამ, სანამ ქვივერი არ გასწორდება. ითვალეთ ერთი ტემპით. ან აიღეთ წამზომი 🙂
აღნიშნული მეთოდებით, თქვენ მიაგნებთ სასურველ, პერსპექტიულ სათევზაო წერტილს.
ყველას გისურვებთ სასიამოვნო თევზჭერას.
ირაკლი სულაძე