Feeder_vs_Carp_2014_2

ადგილმდებარეობა: დებედას ტბა

31 მაისს საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნულმა ფედერაციამ და კარპფიშერთა კლუბმა დებედას ტბაზე ჩაატარეს მეგობრული ტურნირი სპორტულ თევზჭერაში “Feeder Fishing VS Carp Fishing 2014″, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თევზაობის 2 სხვადასხვა სტილის სპორტსმენები, ფიდერმენები და კარპფიშერები.ტურნირი თევზუხვობით არ გამოირჩეოდა, რადგან შეჯიბრი თევზის ქვირითობას დაემთხვა და კენკვა ძალზედ პასიური იყო. მიუხედავად რთული პირობისა პროცესი მეტად დაძაბული და აზარტული აღმოჩნდა. სამწუხაროდ კარპფიშერთა გუნდმა უშედეგოდ დაამთავრეს ასპარეზობა, მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს ბიძო მაზიაშვილის შემთხვევა, როდესაც ნაპირთან მოყვანილმა დიდი ზომის თევზმა მთავარი ძუა გადაუჭრა და ტბის სიღრმეში გაუჩინარდა. რაც შეეხება ფიდერმენების ჯგუფს, ისინი გადაეწყვნენ მცირე ზომის თევზზე და ნელ–ნელა დაიწყეს ნადავლის მოგროვება. ფიდერისტები ფაქტიურად განუწყვეტლივ “ბომბავდნენ” ტბას სხვადასხვა ტიპის დასაკვებით, განსხვავებული სატყუარებით და არომატიკით, ასევე სხვადასხვა დისტანციაზე. ასეთმა სტრატეგიამ, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო და ფიდერის ნადავლში გაჩნდა “ბონუსებიც” – რამდენიმე მოზრდილი კობრი წონით 1–დან 3 კილომდე. შეჯიბრი 12 საათს გაგრძელდა. გამარჯვება ფიდერის გუნდმა მოიპოვა წონით 23,640 კგ.

Feeder_vs_Carp_2014

ფიდერის ფედერაციამ და კარპის კლუბმა გადაწყვიტეს, რომ ეს შეჯიბრი გახადონ ტრადიციული და დააწესეს გარდამავალი თასი. წელს ეს თასი ფიდერის ფედერაციაში დარჩება.

იხილეთ ფილმი ამ ტურნირის შესახებ.

 

წარმატებებს გისურვებთ!

 

 

Share