KD

სად შეიძლება ერთად ნახო აღმოსავლეთ ევროპის უძლიერესი ფიდერისტები? – რათქმაუნდა “მეგობრობის თასზე”, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ბელორუსიაში და ამ ტურნირში მონაწილეობას იღებს ბელორუსი, რუსეთი, უკრაინა, ესტონეთი, მოლდოვა, ლიტვა და ეხლა უკვე საქართველოც!!!

kd2015_2

765d1c0a8e11.jpg

წელს « მეგობრობის თასი » ბელარუსი 2015 ჩატარდა 26-27 სექტემბერს ზასლავლის სანიჩბოსნო არხზე :)

და პირველად საქარტველოს ისტორიაში, საქართველოს ნაკრები Feeder Fishing Team Georgia -მ მონაწილეობა მიიღო ამ შესანიშნავ ფესტივალში!!

ნაკრების შემადგენლობა შემდეგი იყო:

სპორტსმენთა შემანდგენლობა: ბინიაშვილი თენგო, გაბრიაძე გიგა, მარინაშვილი დავითი, ჩაქალოვი ზურა, ჯარიაშვილი დიმიტრი, არტურ ვართარეზოვი.

ტრენერთა შტაბი: ანდრო სიარგი და გია ფიჩხაია.

med_gallery_4_229_3195271.jpg

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველო სულ პირველად გამოდიოდა მსგავს ტურნირზე და საერთაშორისო გამოცდილება არცერთ ჩვენს სპორტსმენს არ ქონია, ნაკრებმა მოლოდინი გაამართლა და 19 რეგისტრირებული გუნდიდან ღირსეული მე16 ადგილი დაიკავა, ხოლო ნაკრების 2 წევრი საკმაოდ დამაჯერებლად მოხვდა 95 სპორტსმენიდან პირველ 20ეულში.

5d5ac5704715.jpg

წარმატებულ თევზაობას გისურვებთ…

Share