გამარჯობათ, მეგობრებო. შევიძინე რამდენიმე საფიდერე ძუა, მონოც და წნულიც. ზოგი ადგილობრივ მაღაზიებში, ზოგიც გამოვიწერე ინგლისიდან. ვიფიქრე, სხვებსაც გავუზიარებ-მეთქი ჩემს შედეგებს და მოსაზრებებს რამდენიმე ცნობილ ძუაზე.

მოკლედ, როგორც იცით, ყველა ძუას მოყვება თავისი ქარხნული ტესტი LB-ში ან კგ-ში. 1 LB შეესაბამება 0,45 კგ-ს, ეს ყველამ ვიცით. დღეს მოვიცალე და ამ ჩემს შეძენილ ძუებს (თითოეულს ცალ-ცალკე და თან რამოდენიმეჯერ) ჩავუტარე ტესტი გამძლეობაზე ანუ წყვეტაზე შემდეგი მეთოდით: ავიღე წყლის ჭურჭელი, რომელიც გაუნძრევლად დავკიდე იმ ძუით, რომელსაც ვუტარებდი ტესტს და ნელ-ნელა ვასხამდი წყალს, ანუ ვამძიმებდი. კვანძები მქონდა ქირურგიული და რვიანა (სხვათაშორის კვანძებში არ გაწყვეტილა, რაც კარგია). როცა გაწყდებოდა ჭურჭელს ვწონიდი მაღალი სიზუსტის მეთევზის ელ. სასწორით. ეს მეთოდი გამიზიარა ჩვენმა მოდერატორმა მახომ.

მოკლედ, შედეგები გახლავთ შემდეგი:

 

35a33c137749.jpg

MAVER Stone River Line – რაღაც ჰიბრიდული ძუა, არც მონოა და არც წნული. საოცარი თვისებები აქვს, ამიტომ შევიძინე. არის ძალიან ძირვადი, შეიცავს რკინის ელემენტებს, არ აქვს მახსოვრობა და თითქმის არ იწელება. ღირებულება 5 ფუნტი, სიგრძე 150მ.

დიამეტრი 0,2 – ჩემი ტესტი 2,63კგ (ქარხნული ტესტი 5,3კგ);

დიამეტრი 0,22 – ჩემი ტესტი 3,71კგ (ქარხნული ტესტი 6,6კგ);

 

ca3111fa08cf.jpg

Matrix feeder sinking braided line – ცნობილი მატრიქსის ფირმის წნული. წნულს თვალით არ ემჩნევა, მაგრამ გამადიდებლის ქვეშ ეტყობა რომ არის პლოსკი ანუ ბრტყელი. ეს წნული არის ფიდერისთვის და ძირვადი. ღირებულება 18 ფუნტი, სიგრძე 150მ.

დიამეტრი 0,10 – ჩემი ტესტი 3,35კგ (ქარხნული ტესტი 5,9კგ);

 

a102455ddc51.jpg

SALMO feeder braid – ამ წნულით ვითევზავე შარშან მთელი წელი და გამძლეობაზე საკმაოდ კმაყოფილი ვიყავი. ეს წნული იყიდება Fishing CLUB-ში, 125 მ-ში გადავიხადე 38 ლარი.

დიამეტრი 0,14 – ჩემი ტესტი 5,65კგ (ქარხნული ტესტი 7,2კგ);

TRABUCCO T Force XPS feeder mono – ესეც იყიდება Fishing CLUB-ში. კი უწერია ფიდერი, მაგრამ საკმაოდ წელვადი მონოა, თან ბევრი ხმარების შემდეგ საკმაოდ ეხვევა ანუ მახსოვრობიანია. შედარებით ბიუჯეტური მონოა. 150მ ღირს 12-18 ლარი;

დიამეტრი 0,22 – ჩემი ტესტი 3,24კგ (ქარხნული ტესტი 5,6კგ);

დიამეტრი 0,25 – ჩემი ტესტი 4,8კგ (ქარხნული ტესტი 7,0კგ);

 

67f08c570299.png

 

Drennan Feeder & Method Mono – ძალიან დახვეწილი მონოა. აწერია რომ არის ფიდერისთვის და ძირვადი. ჩემი შედარებით დიამეტრები შეესაბამება სინამდვილეს. ხელში წელვადობა (ტრაბუკოსთან შედარებით) ძალიან შემცირებული აქვს. იყიდება როგორც 100 ასევე 250 მეტრიან დაფასოებაში, შესაბამისად ღირს 3,95 და 8,95 გირვანქა. ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ძირითადი ძუა იქნება წელს.

დიამეტრი 0,20 – ჩემი ტესტი 1,88კგ (ქარხნული ტესტი 2,27კგ/5ლბ);

დიამეტრი 0,23 – ჩემი ტესტი 3,76კგ (ქარხნული ტესტი 2,72კგ/6ლბ);

 

დიამეტრი 0,26 – ჩემი ტესტი 4,11კგ (ქარხნული ტესტი 3,63კგ/8ლბ);

 

 

bb4d90a7bc0e.jpg

 

Preston Reflo Braidcast Sinking Braidline – რუხი ფერის, ესეც ძალიან დახვეწილი წნული, კონკრეტულად ფიდერით თევზაობისთვის. აწერია რომ არის ძირვადი. სხვებთან შედარებისას აღწერილ დიამეტრში ჯდება ნამდვილად. იშოვება სხვადასხვა ზომებში, 150 მეტრიანი ბაბინა ღირს 21 გირვანქა.

დიამეტრი 0,12 – ჩემი ტესტი 5,11კგ (ქარხნული ტესტი 5,45კგ);

 

 

8ae15536e34f.jpg

 

DYNEEMA SPECTRA EXTREME BRAID FISHING LINE – ცნობილი ჩინური წნული. დიამეტრები ნამდვილად არ ემთხვევა აღწერილობას, რაც აწერია, უფრო მსხვილია იმაზე. აგრეთვე ტესტი გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე აღწერილია. მე მაგალითად შევიძინე იმისთვის რომ სადავედ გამომეყენებინა, მაგრამ 1) აშკარად ცოტათი მსხვილია და არ არის 0,1 და 0,12; 2) ძირითადთან მიახლოებული ტესტი აქვთ და სადავედ არ გამოდგება. 100 მ ღირს 3 გირვანქა. არის ფერებში, ზომებში, მეტრაჟობაში (უფრო იაფდება, რაც მეტია სიგრძე).

 

დიამეტრი 0,10 – ჩემი ტესტი 4,73კგ (ქარხნული ტესტი 2,70კგ);

 

დიამეტრი 0,12 – ჩემი ტესტი 4,95კგ (ქარხნული ტესტი 3,60კგ);

 

 

491e7fc885cc.jpg

 

KastKing braid fishing line – ესეც მეორე ძალიან ცნობილი ჩინური წარმოების წნული. იშოვება ბევრ ფერში, მაგრამ ფერი გადასდის ძალიან მალე. დიამეტრის ზომა ეს უფრო შეესაბამება, ვიდრე Spectrta-სი.

დიამეტრი 0,10 – ჩემი ტესტი 3,07კგ (ქარხნული ტესტი 5,50კგ);

 

რეზიუმე ისაა, რომ პირადად მე აღარ დავუჯერებ ქარხნულ უშველებელ ტესტებს, ეგ არის მარკეტინგი. თუ დაკვირვებიხართ იმავე დიმატრის ანუ წვრილ ძუებს ზოგიერთს (მაგ. დაივას და დრენანს) არ აქვთ-ხოლმე ასეთი მაღალი ქარხნული ტესტები, შესაბამისად რეალურთან უფრო მიახლოებულია ალბათ  :)

 

წარმატებები!

 

რაც შეეხება აღნიშნული ძუების საქმეში გამოცდას, მაგას სეზონზე მოგახსენებთ :)

ავტორი: შალვა ალელიშვილი

ლინკი ფორუმზე: ლინკი

Share