2016 წლის 20 თებერვალს ტარდება რიგით პირველი ოფიციალური სარეიტინგო გუნდური ტურნირი სპინინგით თევზჭერაში ნაპირიდან.

ტურნირის ორგანიზატორი: “საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაცია”

მხარდამჭერი: საქართველოს მეთევზეთა ფორუმი SportFishing.ge

ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: “2016 წლის პირველი სარეიტინგო გუნდური ტურნირი სპინინგით თევზჭერაში – ნოღელა 2016

ტურნირის კატეგორია: “საშუალო”

ტურნირის ჩატარების თარიღი: 20 თებერვალი, 2016წ.

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: მდ. ნოღელასთან ახლოს მდებარე კერძო სათევზაო მეურნეობა.http://wikimapia.org/24766697/Swamp

ტურნირის სტატუსი: პროფესიონალური რეიტინგული გუნდური შეჯიბრება სპინინგით თევზჭერაში ნაპირიდან.

ტურნირის მიზანი: მოქმედი სპორტსმენების რეიტინგის განსაზღვრა, სპინინგით თევზჭერის პოპულარიზაცია.

spiningi

რეიტინგების დათვლის სისტემა და შეჯიბრების ჩატარების ზოგადი წესები გთხოვთ, იხილოთ ამ ბმულზე

შეჯიბრის წესები:

1. ყოველი გუნდი შედგება 2 მონაწილისგან. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ სრულ გუნდს.

2. ნებადართულია მხოლოდ ნაპირიდან თევზაობა, წყალში შესვლა კატეგორიულად იკრძალება (ვეიდერსების, ნავის ან სხვა ნებირმიერი მცურავი საშუალების გამოყენებით), გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც სექტორამდე მისასვლელი გზა წყლით არის დაფარული.
3. მონაწილეს შეუძლია თან ატაროს შეუზღუდავი რაოდენობის სპინინგი.
4. აკრძალულია ერთზე მეტი სატყუარის ერთდროული გამოყენება.
5. ჩასათვლელად მიიღება მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი თევზი.

6. შეჯიბრის დროს დაჭერილი თევზი უნდა ინახებოდეს ძაფისგან მოქსოვილ თევზის შესანახ ბადეში.
7. ჩასათვლელად წარმოდგენილი თევზის მინიმალური ზომებია: ქარიყლაპია – 35სმ; სხვა ჯიშის თევზი – შეუზღუდავად

8. თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს თითო ტურში ჩასათვლელად წარმოადგინოს მხოლოდ 5 თევზი.
9. ნადავლის შეფასება მოხდება ქულათა სისტემით. შეფასება იწარმოებს ნადავლის სიგრძის გაზომვით და შესაბამისი ქულების მინიჭებით:

ა. ქარიყლაპია 60 სმ-მდე = 1 ქულა ყოველ სანტიმეტრზე.
ბ. ქარიყლაპია 60 სმ-ზე ზემოთ = 1.5 ქულა ყოველ სანტიმეტრზე.
გ. ლოქო = 2 ქულა ყოველ სანტიმეტრზე.
10. ნადავლის სიგრძე იზომება 1 სმ-იანი სიზუსტით. იმ შემთხვევაში, თუ ნადავლის სიგრძე არა მთელი რიცხვია, მრგვალდება ნაკლები მნიშვნელობისკენ.
11. იმ შემთხვევაში, თუ ორ მონაწილეს ზუსტად ერთნაირი ჯამური სიგრძის ნადავლი ექნება უპირატესის გამოსავლენად გამოიყენება სსთფ-ის მიერ დამტკიცებული ზოგადი წესები (პუნქტი 9.16).

12. ტურნირში გუნდის მიერ მოპოვებული სატურნირო ქულა არის წევრების მიერ დაკავებული ადგილების ჯამი. ტუნრირში გუნდის მიერ დაკავებული ადგილი განისაზღვრება გუნდური სატურნირო ქულით – უმცირესი ქულა იკავებს 1ელ ადგილს, ხოლო უდიდესი ბოლო ადგილს.

13. კატეგორიულად იკრძალება შეჯიბრის სტარტამდე და ფინიშის შემდგომ თევზაობა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მონაწილე ავტომატურად დისკვალიფიცირდება და მისი ნადავლი ჩასათვლელად აღარ მიიღება.
14. მონაწილე ვალდებულია ორივე ტურში ასპარეზობა დაიწყოს კენჭისყრის შედეგად მინიჭებულ სექტორში და აღნიშნული სექტორი არ დატოვოს მინიმუმ  1 საათის განმავლობაში.
15. პირველი ტურის სტარტიდან 1 საათის გასვლის შემდეგ მონაწილეს უფლება ეძლევა გადაადგილდეს მხოლოდ წინასწარ მონიშნულ თავისუფალ ზონაში (სექტორი 0), ხოლო მეორე ტურის სტარტიდან 1 საათის გასვლის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი თავისუფალი სექტორი (თუ ასეთი იქნება) ან გადაადგილდეს წინასწარ მონიშნულ თავისუფალ ზონაში (სექტორი 0).
16. წყალსატევზე მონაწილე უნდა გადაადგილდებოდეს შეძლებისდაგვარად უხმაუროდ და თავისი ქმედებებით ხელს არ უნდა უშლიდეს შეჯიბრის სხვა მონაწილეებს.
17. თევზის გამოყვანის პროცესში ქვედაბადით (ჩოგანბადით ან ე.წ. ლიპგრიპით) სარგებლობა შეუძლია მხოლოდ თვითონ მონაწილეს. ტურნირი1 განმავლობაში მონაწილისთვის ყოველგვარი დახმარების აღმოჩენა კატეგორიულად აკრძალულია.
18. შეჯიბრის მსვლელობის დროს რადიოსადგურების ან კავშირგაბმულობის მობილური საშუალებების გამოყენება აკრძალულია.
19. კატეგორიულად იკრძალება მონაწილის მიერ ალკოჰოლური სასმელის მიღება შეჯიბრის დღეს ვიდრე მის დამთავრებამდე.

ტურნირის განმავლობაში დაჭერილი ყველა თევზი ბრუნდება უკან წყალსატევში. ეს წესი გამონაკლისების გარეშე იმოქმედებს ყველა ტურნირზე, რომელსაც ჩაატარებს ფედერაცია! შემთხვევით დაღუპული თევზი უკლებლივ ბარდება ტურნირის მთავარ მსაჯს.

შეჯიბრის განრიგი:
შეჯიბრი ჩატარდება 2 ტურად ერთი დღის განმავლობაში. წყალსატევი დაიყოფა სექტორებად. გაიმართება კენჭისყრა პირველ და მეორე ტურისთვის ცალცალკე და ასე გადანაწილდება სექტორები.

08:00 სთ-მდე შეკრება დანიშნულების ადგილას. დაგვიანებულებს დაეწერებათ საჯარიმო ქულები, რომლებიც გამოაკლდება სპორტსმენის შედეგს – ყოველ გადაცილებულ წუთზე -3 ქულა. თუ დაგვიანებული მონაწილე არ გამოცხადდა სიგნალამდე “სექტორში შესვლა”, იგი ავტომატურად მოიხსნება ტურნირიდან, ხოლო დადებული თანხა უკან არ დაუბრუნდება.

08:00 – 08:30 – კენჭისყრა/ინსტრუქტაჟი (წესების შეხსენება და სხვა…)
08:30 – 9:00 – სექტორებში შესვლა და მომზადება

9:00 – სტარტი – 13:00 ფინიში (პირველი ტური).
13:00 – 13:45 – შეკრება საწყის ადგილას, ნადავლის შეფასება.

13:45 – 14:15 – სექტორებში შესვლა
14:15 – სტარტი – 18:15 ფინიში (მეორე ტური).
18:15 – 19:00 – ნადავლის აწონვა, შედეგების დაანგარიშება, გამარჯვებულების გამოვლენა, დაჯილდოვება.

ფედერაცია მიესალმება კერძო ან იურიდიული პირების მიერ ნებისმიერი წამახალისებელი ნომინაციის და პრიზის დაწესებას

ფინანსური მხარე.

ტურნირში მონაწილეობის მოსაკრებელი ფედერაციის წევრებისთვის – 30 ლარი, ხოლო არა წევრებისთვის – 40 ლარი (გუნდის თითეული წევრისთვის).

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 თებერვალი, 18:00.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ფორუმზე: ლინკი

გთხოვთ, მსურველებმა თანხა გადარიცხოთ/შეიტანოთ ამ ანგარიშზე:

მიმღები: საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაცია
მიმღების ბანკი: თიბისი ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE85TB7756936080100004
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: თებერვლის შეჯიბრში მონაწილეობის მოსაკრებელი – სახელი გვარი.

ყველას წარმატებები!

Share