შევიძინე პლატფრომა Trabucco GNT 3XP. მინდა რომ გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები და განახოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები :)

მოკლედ, Trabucco SeatBox GNT 3XP კოდი 116-00-600

med_gallery_3_126_38515.jpg

დაშლილ მდგომარეობაში

 

med_gallery_3_126_27125.jpg

საბრძოლი მდგომარეობაში:

med_gallery_3_126_53966.jpg

აღწერა:

მსუბუქი ალუმინის კონსტრუქციის პლატფრომა. აქვს ორი დიდი სათავსო, ერთი ზევით, ერთი ქვევით. ასევე აქვს ორი პატარა წინა უჯრა და ერთი გვერდითი უჯრა (სლაიდერი), სადაც შეგიძლიათ შეინახოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ. ამ პლატფორმას შეგვიძლია დავუმატოთ ტრაბუკო გენიუსის ნებისმიერი მოდული. პლატფორმის ფეხები ფიქსირებული სიგრძისაა და აქვს 25მმ დიამეტრი.

 

ზედა სათავსო:

med_gallery_3_126_85419.jpg

ქვედა სათავსო:

med_gallery_3_126_7358.jpg

პატარა უჯრები

med_gallery_3_126_50374.jpg

 

დიდი გვრედითი სლაიდერი

med_gallery_3_126_9661.jpg

დადებითი მხარეები:

მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ პლატფორმაა :) ზიხარ ზევიდან “წამოსკუპებული”, კონცენტრაცია სავარძელთან შედარებით გაზრდილია ბევრჯერ.

 

სათავსოები:

  • ორ უჯრაში შენახული გაქვს ნემსკავები და ეგეთი წვრილმანები. ანუ მაგალითად ახალი სადავის გასამზადებლად, გამოწევ უჯრას, ამოიღებ სადავის ძუას და ნემსკავს, გააკეთებ სადავეს და მიკეტავ ამ უჯრას.
  • სლაიდერი შეგიძლია გამოიყენო როგორც მცირე სამონტაჟო მაგიდა, რამოდენიმე საკვებური, მაკრატელი და ყავა ამ სლაიდერზე (გაღებულ მდგომარეობაში) ეტევა :)
  • ზედა სათავსოში შეგიძლია ჩაყარო სვხადასხვა წვრილმანები, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ფიდერსპორტის პატარა საკვებურები ოდნავ დაიღუნება, დაახლოებით 2მმ-ით დიდი რომ იყოს ზედა სატავსო, მაშინ ეს საკვებურები ტავისუფლად ჩაიდებოდა.
  • სამაგიეროდ ქვედა სათავსოში ეტევა ჩემი საკვებურების მთელი მარაგი, ფიდერსპორტის პატარა და საშუალო ზომის საკვებურები.

 

მოკლედ, ჩანთა რომელშიც აქამდე ჩემი აღწურვილობა მელაგა, მთლიანად გადვიდა პლატფორმაში, მხოლოდ კოჭებს ვერ ვდებ აქ… თუმცა მომავალში შეიძლება ჩასადგმელი მოდულების დამატება და ეს სათავსოები სიმაღლეშ გაიზრდება.

ეხლა ფეხის დასადები და პლატფორმის ფეხები:

  • პლატფორმას აქვს 6 ფეხი(4 პლატფრომას + 2 ფეხის დასადებს). ამ ფეხებზე საკმაოდ მყარად დგას პლატფორმა, არ ყანყალებს და არ ჭრიჭინებს. ნებისმიერი აღკაზმულობა მყარად დგება ასეთ ფეხებზე და პლატფორმის გადაყირავების არ გეშინია. ფეხები 25მმ-იანია.
  • ფეხის დასადები კომპაქტური ზომისაა, მაგალითად დიდი ვედროს ჩადება ფეხებშუა აქ შეუძლებელია. სამაგიეროდ წინა ფეხზე შეგიძლიათ დაამაგროთ 2 ლიტრიანი მცირე სამუშაო ვედრო, რომელიც გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე დიდი ვედროდან მუშაობა.

med_gallery_3_126_130537.jpg

  • ეს ფეხის დასადები კაგი იქნება დაახლოებით 100კგ-მდე წონისტვის. ამ წონამდე ჩემი აზრით კონსტრუქცია საკმაოდ მყარია და ნებისმიერ პოზაში სროლას გაუძლებს, თუმცა უფრო დიდი წონის შემთხვევაში ვფიქრობ სიმყარეს დაკარგავს. ყოველშემთხვევაში მე ფეხზე დადგომას მოვერიდებოდი.
  • ფეხის დასადებიდზე დადგომა და ისე სროლა საკმაოდ დიდი უპირატესობაა სხვებთან შედარებით, ვინაიდან ისედაც წყალში ხარ შესული + მინიმუმ 20-30სმ -ით მაღლა დგახარ.
  • ფეხის დამჭერები საკმაოდ საიმედო აღმოჩნდა, თუმცა მე არ მომეწონა ფეხის დასადების და პლატფორმის მიერთების ადგილი. აქ მხოლოდ 2 ხრახნის იმედზე ვართ, რომელიც ყრუდაა გატარებული ალუმინის კონსტრუქციაში და ვფიქრობ დროთა განმავლობაში მოლაყლაყდება.

med_gallery_3_126_4202.jpg

med_gallery_3_126_84222.jpg

med_gallery_3_126_42802.jpg

med_gallery_3_126_114496.jpg

med_gallery_3_126_49464.jpg

ვფიქრობ რომ საკმაოდ ბიუჯეტური მოდელია და დასაწყისისთვის სავსებით საკმარისია. ასევე იმედდი მაქვს მომავალ ტურნირებზე თანდათან ყველანი გადავჯდებით მსგავს პლატფორმებზე :)

ეს კი რამოდენიმე ფოტო განწყობისათვის:

med_gallery_3_126_116940.jpg

med_gallery_3_126_206447.jpg

ყველას წარმატებულ თევზაობას გისურვებთ! :)

ავტორი: GigaG

ლინკი ფორუმზე: ლინკი

 

Share