დღე მე-3, 23 სექტემბერი
სავარჯიშო მე7 ბოქსი.
მარჯვნივ ფლაგმანი, მარცხნივ ბელ-ესტონია.
86d7ee438332.jpg
დღეს მხოლოდ ორი დასაკვები გვაქვს: იასონას დასაკვები და თენგოს გუშინდელი დასაკვები.
1 – დიმა – თევზაობს იასონას დასაკვებით N1
2 – იასონა – თევზაობს თენგოს დასაკვებით N2
3 – ლადო – იასონას დასაკვები N1
4 – ზურა – თენგოს დასაკვები N2
5 – თენგო – იასონას დასაკვები N1
რატომ არ ვიცი, მაგრამ ვარჯიში დაწყებული არ გვაქვს, რომ ესტონელების კოორდინატორები მოდიან და დგებიან იასონას უკან – პირველად დაინტერესდნინ ჩვენი გუნდით, და კერძოდ იასონათი.. მიზეზი შეიძლება იყოს ორი:
1 – საიდანღაც გაიგეს გუშინდელი იასონას 10კგ+ წონა და აინტერესებთ როგორ მიარწია ამას.
2 – წინა დღით თევზაობდნენ ამ ბოქსში და აინტერესებთ სხვა გუნდი რას იზამს იგივე სექტორებში. მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ენახათ ვარჯიშის მერე წონა და არა ვარჯიშის დასაწყისი.
ამიტომ მე მგონია მიზეზი 1ლია. პ.ს. ეხლა მახსენდება რომ გუშინდელ ბანკეტზე ვოლკოვს ვკითხე 10კგზე მეტი ყავდა ვინმეს დაჭერილი თქო, და რომ მიპასუხა არაო, მე ვუთხარი იასონას ყავდა თქო. მე მაპატიეთ ბიჭებო დაუფიქრებლად ინფოს გაჟონვისათვის :))
მოკლედ ამ ვარჯიშიდან მოველით ჩვენი სტრატეგიის გამართლებას: დასაკვები ისევ N1, ბევრი ცოცხალი კომპონენტით ჩაკვება და კაპარჭინას ჭერა ტემპში.
ანუ ჯერ კეთდება ფაფა მატილით და კასტერით, ეს ფაფა დაახლოებით 0,3ლიტრი მიდის წერტილზე, ვაკეთებთ 70სმ 0,09მმ სადავეს 53100 N16 ნემსკავით და ვიწყებთ ჭერას.
თუ კენკვა სუსტდება, ისევ უნდა დავბომბოთ ჩვენი წერტილი – ესაა ძირითადი მონახაზი.
ბიჭებმა თავისი დავალება იციან და ვიწყებთ ვარჯიშს.
ყველა სხვას ვანებებთ თავს და ვიწყებთ ლადოსთან მუშაობას – სროლის სიზუსტის გაუმჯობესებას მალე მივაღწიეთ (თუმცა ეს ინგლისური ზაბროსი მაინც არ მოიშალა და სულ იმის მეშინოდა, ნემსკავს ჰაჰა ეხლა გამომდებს მეთქი). ლადოსთან გავაკეთეთ ყველაფერი ისე, როგორც გაწერილი გვქონდა. ჩავუჯექით და კარგად შევისწავლეთ კაპარჭინის ჩარტყმა და მოთმინება ამოკვრამდე. ამ შრომის შედეგად ლადოს ამ დღეს ყველაზე მეტი წონა ყავდა დაჭერილი: დაახლოებით 12კგ მდე.
ლადოს წერტილმა ყველაზე მაგრად იმუშავა, მიუხედავად გვერდზე იასონას და ზურას კონკურენციისა. ჩანდა რომ დასაკვები N1 დასაკვები N2-ს ბევრად ჯობდა.
გადავწყვიტეთ, აწონვისას ჩვენი შედეგები დაგვემალა, და ამიტომ პირველი 3 საათი თევზს ბადეში ვინახავდით, ბოლო 2 საათი კი ვუშვებდით, მაგრამ ვინიშნავდით ვის რამდენი და რა ყავდა დაჭერილი.
მართალია, ჩვენს აწონვაზე არავინ მოსულა, მაგრამ რომ მოსულიყვნენ მაგრად მოვატყუებდით :D
ბოლო 2 საათი მე გავდივარ სხვა გუნდებთან, ვდგები მათი ბოქსების უკან და 40 წუთის განავლობაში ვიწერ მთელი გუნდის ჭერის დინამიკას. ასე გვიჩნდება წარმოდგენა მათ მუშაობაზე, და ტემპზე.
რათქმაუნდა 40 წუთი ცოტაა და თუ რამის გაანალიზება გინდა, ჯობია მთელი დღე უკან ედგე… მაგრამ მაგისი რესურსები ფიზიკურად არ არსებობს.
ჩავიწერე ფიდერ ბაი, ესტონელების, ინტერკომის და ფლაგმანის მონაცემები. ვაანალიზებთ და ვხედავთ რომ ჩვენი ტემპი სხვებისას თუ არ ჯობნის, არ ჩამოუვარდება მაინც. გვიჩნდება იმედები..
ვბრუნდები ჩვენს ბოქსში, ვწონით 3 საათის თევზს და ვუმატებთ 2 საათის სავარაუდო რაოდენობას.
97354dfe930d.jpg
ed8e1da53102.jpg
c7ec06a8f255.jpg
5236a38a6442.jpg
bf07caa3661e.jpg
33c331b2242c.jpg
ვბრუნდებით ბაზაზე. ბიჭები წმენდენ “მატრიოშკებს” და აკეთებენ სადავეებს.
ვთათბირობთ – 3 დღის დასკვნების საფუძველზე პროგრამა გაწერილი გვაქვს: დასაკვები N1, ვთევზაობთ ტივტივასთან, სტარტამდე მაგრად დავკვებავთ ცოცხალი დაკემსილი კომპონენტით.
ვაკეთებთ უზუსტეს ტყორცნებს, ველოდებით კარგ ჩარტყმებს და ვიჭერთ პატარა კაპარჭინებს.
გადავწყვიტეთ, დილით რომ დრო არ დაგვეკარგა, დასაკვები წინასწარ აგვერია მშრალ მდგომარეობაში, ხოლო დილით სასტუმროშივე დაგვესველებინა და ადგილზე მხოლოდ საცერში გაგვეტარებინა.
73fb8dac19a1.jpg
ხვალ უკვე 1ლი ტურია. მე პირადად მოტივაცია მაღალი მაქვს, წელს გაცილებით ბევრი პასუხი ვიპოვეთ ვარჯიშზე, ვიდრე კითხვები, ვარჯიშზე დაჭერილი წონები დამაიმედებელია.
ხვალ თუ ყველანი შევძლებთ 5-6კგზე ასვლას მაინც, საპრიზოში მოვხვდებით.
Share