სულ რაღაც ორ კვირაში, 2-3 ივნისს, ბელორუსაიში ტარდება რიგით მე2 კლუბთაშორისი მსოფლიო ჩემპიონატი ფიდერით თევზაობაში.

ოფიციალური საიტი: http://feederbelarus.by/

ტურნირი ჩატარდება ზალსავლის სანიჩბოსნო არხზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთ ყველაზე სპორტულ წყალსატევად ითვლება.

მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ქვეყნები: 

  1. team Serbia
  2. Poland team
  3. team Belgium
  4. Team South Africa “Feeder Tech SA”
  5. team Czech Republic
  6. team Bulgaria
  7. team England
  8. team Italy
  9. team Hungary
  10. Estonian team “Angler-Zemex”
  11. Slovakia Team “Feeder Team Sered’- Maros Mix
  12. team Lithuania
  13. team Austria
  14. Romania Team “SHIMANO PESCUITARAD”
  15. team France
  16. team Germany
  17. team Russia
  18. Ukraine team “FLAGMAN FEEDER MASTERS”
  19. Dutch team
  20. team Georgia
  21. team Sweden
  22. Belorussian team “Feeder.by”

 

წელს ჩვენი ნაკრები პირველად მიემგზავრება ასეთი რანგის საერტაშორისო შეჯიბრზე.

 

კლუბთაშორის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იქნება შემდეგი სახით:

სპორტსმენები

  • თენგო ბინიაშვილი
  • ლადო ზარკალიანი
  • დიმიტრი ჯარიაშვილი
  • ზაზა ხუციშვილი
  • გიორგი კოპალიანი

სამწვრთნელო შტაბი:

  • დიმიტრი პიცუნი
  • გიორგი ფიჩხაია
  • ბადრი ხოსრუაშვილი

ჩვენი ნაკრები მოცემულ წყალსაცავზე სამჯერაა ნაყოფი სარეთაშორისო ტურნირზე “მეგობრობის თასი”და საკმაოდ შედეგიანადაც.  ასე რომ, წყალსაცავი ძალიან კარგად იციან ჩვენმა ბიჭებმა და დიდ იმედებს ამყარებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოხერხდა და სამწვრთნელო შტაბში დავიმატეთ დიმა პიცუნი, ძალიან კარგი ბელარუსი სპორტსმენი, რომლის გამოცდილება და ცოდნა ძალიან წაადგება ჩვენს ნაკრებს.

ნაკრები მიფრინავს ამ შაბათს, რათა ტურნირის წინ მთელი კვირა ვარჯიშს და სამზადისს დაუთმონ მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

ასე რომ ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს კლუბთაშორის მსოფლიო ჩემპიონატზე!!!

Share