ფიდერის ფედერაცია იწყებს მზადებას 2019 წლის სპორტული სეზონისთვის !!!!

საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება ორ კატეგორიაში
1 – სამოყვარულო ლიგა
2 – პროფესიონალური ლიგა

———————————————————————-

სამოყვარულო ლიგის მოკლე აღწერა:
1) ჩემპიონატი ტარდება სამ ეტაპად. 
2) თითო ეტაპი არის ერთ ტურიანი. 
3) ტურნირში მონაწილეობა არის უფასო.
4) ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ორკაციანი გუნდები, შესაბამისად სატურნირე ზონა გაყოფილი იქნება ორ ზონად (A და B)
5) სეზონის ბოლოს გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი სპორსტმენი და ჩემპიონი გუნდი მოყვარულთა შორის
6) სეზონის ბოლოს სამოყვარულო ლიგიდან 5 საუკეთესო მოყვარული მინაწილეობა სმიიღებს სეზონის ბოლოს ჩატარებულ ფიდერის ტურნირში – All Stars, რომელშიც დაიშვება საუკეთესო 5 მოყვარული და საუკეთესო 10 პროფესიონალი სპორტსმენი მეთევზე (ტურნირის რეგლამენტი ცნობილი იქნება ტურნირის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე)

———————————————————————————–
პროეფსიონალური ლიგის მოკლე აღწერა

1) ჩემპიონატი ტარდება ოთხ ეტაპად. 
2) თითო ეტაპი არის ორ ტურიანი. 
3) თითო ტურნირში მონაწილეობა გუნდებისთვის ფასიანია და შეადგენს გუნდზე 150 ლარს.
4) ტურნირში მონაწილეობას მიიღებს სამკაციანი გუნდები, შესაბამისად სატურნირე ზონა გაყოფილი იქნება სამ ზონად (A,B და C)
5) სეზონის ბოლოს გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი სპორსტმენი და ჩემპიონი გუნდი პროფესიონალთა შორის
6) სეზონის ბოლოს წლის საუკეთესო სპორტსმენები რეიტინგის მიხედვით წარმოადგენენ საქართველოს ნაკრებს, რომლებსაც ექნებათ უფლება მიიღონ მონაწილეობა მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატში.

—————————————————————————
იმისათვის რომ მონაწილეობა შეძლოთ სამოყვარულო ან პროფესიონალურ ლიგაში, აუცილებელია სპორტსმენები დარეგისტრირდნენ საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნულიო ფედერაციის წევრებად.

ფედერაციის წევრობა რამდენიმე უპირატესობასთან არის დაკავშირებული:

1) თქვენ გენიჭებათ სპორტსმენი–მეთევზის სტატუსი და სარეიტინგო ქულები;
2) წლის განმავლობაში აგროვებთ სარეიტინგო ქულებს და იბრძვით წლის საუკეთესო სპორტსმენის სტატუსის მისაღებად;
3) წლის განმავლობაში, ჩემპიონატში მონაწილე გუნდები იბრძვიან საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.
4) აქტიურ მონაწილეობას იღებთ ფედერაციის ცხოვრებაში და მონაწილეობთ მის საერთო კრებებში
5) გიმზადდებათ ფედერაციის წევრობის ბარათი, რომლითაც ფასდაკლებებს მიიღებთ სხვადასხვა სატევზაო მაღაზიებში.
6) ფედერაცია მუდმივად ეცდება სხვადასხვა პრივილეგიები მოიპოვოს საკუთარი წევრებისთვის, მაგალითად შეღავათები ფასიან ტბებზე თევზაობისას, ფასდაკლებები სხვადასხვა მაღაზიებში და ა.შ.

========================================
წევრობის მსურველები ვალდებული არიან 
1) შემოიტანონ ფიდერის ფედერაციის წევრობის მოსაკრებელი 50 ლარი შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE56TB7639236080100009
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ საწევრო და თქვენი სახელი და გვარი
2) შეავსონ მოცემული განაცხადი, დაურთონ საკონტაქტო ნომერი, მიუთითონ სასურველი ლიგა და აუცილებლად ატვირთონ ფოტოსურათი, რომელიც დატანილი იქნება წევრობის ბარათზე.
3) გაეცნონ და დაეთანმხნონნ ტურნირის ჩატარების წესდებას)
4) თანხის შემოტანის მერე აისახებით ფიდერის ფედერაციის წევრების ბაზაში

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 1ლი აპრილი

 

 

Share