57176901_2307314822870893_46027867431108

2019 წლის 14 აპტრილს, ჰუალინგ ჯგუფისა და ფიდერის ფედერაციის ეგიდით, თბილისის ზღვაზე გაიმართა ღია სამოყვარულო ფესტივალი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში.

ფესტივალში მონაწილეობა 80მა მონაწილემ მიიღო, მათ შორის იყვნენ როგორც პროფესიონალი სპორტსმენები, ასევე მოყვარულები და დამწყებები.

ფესტივალის მიზანი სპორტული თევზჭერის, სათევზაო კლუტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.

ტურნირის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებულები და მოხდა მათი დაჯილდოვება. ჰუალინგ ჯგუფისაგან გამარჯვებულებს გადაეცათ ვაუჩერები, რომლის განაღდებაც შესაძლებელია მაღაზია სათევზაო კლუბში.

57034810_2307314656204243_31794993493232

გამარჯვებული გუნდები:

  • ნომინაცია 1 ადგილი გუნდურ ჩათვლაში – 700 ლარი, გუნდი Quiver, დავით ორდენიძე, ნოდარ ბერძენიშვილი, ზურა პეტრიაშვილი, ზაზა ხორნაურლი, სერგო კურგენიანი
  • ნომინაცია 2 ადგილი გუნდურ ჩათვლაში – 500 ლარი, გუნდი Trabucco Club, დავით სულავა, ნიკო ჩაფიძე, ლადო ზარკალიანი, გიორგი კოპალიანი
  • ნომინაცია 3 ადგილი გუნდურ ჩათვლაში – 300 ლარი, გუნდი Float Boys, აჩიკო მჭედლიძე, იოსებ ბიტბუნოვი, ალექსანდრე უზურგუნაშვილი, გიორგი ხიზანიშვილი, არჩილ ჭინჭარაული
  • ნომინაცია 4 ადგილი გუნდურ ჩათვლაში – 250 ლარი, გუნდი Paradox Junior, ზაზა ხუციშვილი, ნიკოლოზ ხუციშვილი, სანდრო ჯორკოშვილი, ნიკა ჯანაშია
  • ნომინაცია 5 ადგილი გუნდურ ჩათვლაში – 200 ლარი, გუნდი A10, აჩიკო ცხვედაძე, მიშა ხიზანიშვილი, ბაჩი ჩხაიძე, მამუკა გეგეჭკორი
  • ნომინაცია ყველაზე ბევრი თევზი – 150 ლარი
    • ტანდემი 1 – ზაზა და  ნიკოლოზ ხუციშვილები
    • ტანდემი 2 – გიორგი ლაფაჩი და ბესო ბერიძე  
  • ნომინაცია ყველაზე ახალგარზდა მონაწილე – 150 ლარი– ნიკოლოზ ხუციშვილი .

post-36-0-04893800-1555341533.jpeg

“ძალიან დიდი მადლობა ჰუალინგის მთელ საინიციატივო ჯგუფს, რომელთანაც მთელი თვის განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა და საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილებები დავუტოვეთ ერთმანეთს! რომ არა მათი სურვილი, ეს ფესტივალი ასეთი არ გამოვიდოდა! ტურნირები და ფესტივალები უნდა კეთდებოდეს სწორედ ასეთი! სპორტული თევზაობის და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერა უნდა იყოს ზუსტად ასეთი! დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და უფრო საინტერესო ღონისძიებებს ვაჩუქებტ სპორტსმენ ფიდერმენებს!

რათქმაუნდა დიდი მადლობა იმ მაღაზიებს, რომლებმაც უგულშემატკივრეს ამ ფესტივალს და მოგვიტანეს წამახალისებელი საჩუქრები. გავიცანით ახალი მაღაზია Western, რომელსაც ბევრი საინტერესო იდეა აქვს იმისთვის, რომ მომავალში დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნილებები! დიდი მადლობა Fishing Time-ს და გოჩა იონანიშვილს, სპორტსმენების ცოცხალი კომპონენტით დასაჩუქრებისთვის და ახალი დასაკვების გატესტვის შესაძლებლობებისთვის!

განსაკუთრებული მადლობა Fishing CLub-ს, რომელმაც ჰუალინგთან ერთად ითავა ამ ტურნირისთვის მონაწილეების დასაკვებით უზრუნველყოფა! ჰუალინგის საპრიზო ვაუჩერებიც სწორედ Fishing Club ში განაღდდება ხარისხიანი აღჭურვილობის თუ წვრილმანის სახით!

მადლობა მსაჯებს, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში გვერდში გვიდგანან და ვისი იმედიც ყოველთვის გვაქვს!

მადლობა გულშემატკივრებს და რათქმაუნდა ახალ მონაწილეებს! მადლობა რომ ამდენი ხართ დაინტერესებული ფიდერით და ზოგადად ტურნირებით! დიდი იმედი მაქვს ჩვენი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება!

გიგა გაბრიაძე

ფიდერით სპორტული ტევზჭერის ფედერაციის პრეზიდენტი

 

57004748_2307314556204253_34995406240911

56956531_2307315122870863_45060255537482

 

Share