სპინინგის ფედერაცია და SV Fishing Georgia იწყებს მზადებას არეა ტურნირისთვის SV Golden 2018, ტურნირი ნაპირიდან ტბის კალმახის ჭერაში.

ამ ტურნირისთვის სპეციალურად ოქროსგან დამზადდება ხელოვნური სატყუარა – SV-METAL_TWICTH, რომელიც იქნება ამ ტურნირის მთავარი პრიზი!

ტურნირი სამოყვარულოა,  მაგრამ საკმაოდ რთული!!!

იქედან გამომდინარე რომ ტურნირზე დაშვებულია მხოლოდ ერთი მწარმოებლის SV-fishing-ის სატყუარები ეგრედ წოდებული ყანყალები, ძალიან რთულდება თევზის ჭერა! თუმცა სამაგიეროდ ამით სპორტსმენებს ეძლევათ მაქსიმალურად თანაბარი შანსები!

წარმატება უკვე გამოცდილებაზე, სატყუარის წონაზე, ფორმის და ფერის სწორად შერჩევაზეა იქნება დამოკიდებული! სპორტსმენმა დროულად უნდა იპოვოს რა დისტანციაზე და რა სიღრმეზე აქტიურობს თევზი.

ანალოგიური ტურნირი, სადაც მხოლოდ ერთი ბრენდის სატყუარები გამოიყენება, უკვე მრავალჯერ ჩატარდა ბევრ ქვეყანაში.  წელს ერთერთ მსგავს ტურნირზე (SV IRON CUP 2018), რომელიც კიევში ჩატარდა, საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაციის სპორტსმენებმაც მიირეს მონაწილეობა  და საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღეს.

ამ ტურნირის ერთერთი მიზანიც სწორედ ის არის, რომ წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში, სამომავლოდ საერტაშორისო ტურნირი “SV IRON CUP”-ის ჩატარდეს საქართველოში.

ტურნირში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ფორუმზე: ლინკი

წარმატებები მონაწილეებს და ორგანიზატორებს!!

Share