“Golden Area Trout 2”-— საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი სპინინგით თევზჭერაში ნაპირიდან.

ტურნირი ჩატარდება ამა წლის 24 მარტს კოპიტნართან არსებულ კერძო საკალმახე ტბოზე „Golden Lake”.

ტურნირი რეიტინგულია და მასში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაციის წევრები!

გამომდინარე ტურნირის სპეციფიკიდან, იგი საკმაოდ რთული , დინამიური და შრომატევადია.

ათი 20 წუთიანი დუელის (ბატლის) შემდეგ აირჩევა 8 სპორტსმენი საუკეთესო შედეგებით, რომლებიც გააგრძელებენ ორთაბრძოლებს ფინალებში.
ჩათვლაშია მხოლოდ კალმახი !

აკრძალულია: თევზის ხელის ხლება, მიწაზე დადება, ბუნებრივი სატყუარის გამოყენება.

სატყუარები აღჭურვილია მხოლოდ ცალმაგი, უენო (ბარბლეს) კავებით.

კალმახის მოუსვენარი ხასიათიდან გამომდინარე Area ტურნირები ვიზუალურად ულამაზესი და სტრატეგიულად ძალიან საინტერესოა!
სრული ინფორმაცია ტურნირის დებულებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ აქ: ლინკი

Share