27-28 მაისს, ლისის ტბაზე წარმატებით ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე2 ეტაპი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში.

ტურნირის ორაგანიზატორი საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია იყო და მასში 51მა რეიტინგულმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

განსაკუთრებული იმით იყო ეს ტურნირი, რომ მას ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი უძღოდა წინ:
1 – მაისის დასაწყისში სპორტულმა თევზჭერამ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ მოიპოვა სრული აღიარება
2 – სულ რამოდენიმე დღეში, სპორტული თევზჭერის საერთაშორისო ფედერაციამ F.i.p.s.ed მოგვანიჭა წევრის სტატუსი და შესაბამისად ჩვენი სპორტსმენები აღიარა მსოფლიომაც.

შესაბგამისად, ეს ტურნირი იყო პირველი, რომელიც ოფიციალურ სტატუს ატარებდა როგორც საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ, ასევე მსოფლიო ფედერაციის მიერ.

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია უკვე მე5 წელია ატარებს მსაგვსი ტიპის ღონისძიებებს საქართველოში და ამ ტურნირების ერთერთი მიზანი სპოტული თევზჭერის პოპულარიზაცია და ზოგადად თევზაობის კულტურის დანერგვაა საქართველოში.

ანიშნული ტურნირის კონკრეტულად ლისის ტბაზე ჩატარების იდეაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა – თუ არა ლისზე, სხვაგან სად ნახავდა რა არის სპორტული თევზაობა ამდენი მაყურებელი? იდეამ გაამართლა და უამრავმა ლისის ტბის ვიზიტორმა დაინახა როგორ თევზაობენ სპორტსმენი მეთევზეები, როგორ ტარდება ტურნირი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში და რაც მთავარია: ნახა როგორ უბრუნდება დაჭერილი თევზი უვნებელად და უსაფრთხოდ ბუნებრივ სტიქიას.

აქვე მოვიყვან ციტირებას ერთერთი სპორტსმენის პოსტიდან: “პირველ დღეს, როცა აწონვა დავიწყეთ, ჩემს სექტორთან სეირნობდნენ ახალგაზრდა წყვილი ულამაზესი ხუჭუჭა ცუნცულათი, რომელსაც ნიაკო ერქვა (ესე გამეცნო :D ) და მესმოდა თუ როგორ ჰკითხა დედას – “ამ თევზებს რას უზამენო”? დედამ-სახლში წაიღებენ და შეჭამენო :(…  ამ დროს ჩემი აწონვის რიგიც მოვიდა და დედას ვთხოვე, 2 წუთი შეყოვნდით მეთქი. როგორც კი აწონეს ჩემი ნადავლი, ნიაკოს გავხედე (თვალცრემლიანი იდგა) და ვუთხარი: ნახე ნიაკო, თევზს ისევ ტბაში ვუშვებ მეთქი! ამ დროს ბავშვი გაიბადრა, ახტა-დახტა, აკისკისდა და დედას ეჩხუბა, ნახე ესენი რა კარგი ბიძიები არიანო, აჭამეს თევზებს და ეხლა ისევ დედასთან გაუშვესო :D  :D  :D . აი თუნდაც მარტო ამიტომ ღირდა ლისზე ამ ტურნირის ჩატარება”.

თვითონ ტურნირი საკმაოდ დაძაბული და აინტერესო აღმოჩნდა სპორტსმენებისთვის – ლისის ტბა კარგი ზომის კარჩხანით გამოირჩევა, თუმდა მისი გაჩერება ერთ წერტილზე და მისი სტაბილურად ჭერა არც თუ ისე ბევრმა სპორტსმენმა შეძლო. იყო სექტორები წონებით 5კგ და მეტი, ხოლო იყო სექტორები, საიდანაც აბსოლუტური ნულით გამოვიდნენ სპორტსმენები. აქვე მინდა ავღნიშნო ლისის ტბის სანაპიროს ერთგვაროვნება – ჩატარებულ ტურნირებს შორის და იმ პოლიგონებს შორის, სადაც ჩვენ ტურნირებს ვატარებთ, ლისის ტბა აღმოჩნდა ყველაზე საუკეთესო სპორტსმენმების სექტორებში თანაბარი პირობების შექმნის მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ტურნირის ხარისხიანად და ჩატარებაში.

გამარჯვება პირად ჩათვლაში ხვდათ:

3 ადგილი – მიშა ხიზანიშვილი, 4 ქულით და წონით 3650გ

2 ადგილი – გიგა გაბრიაძე, 3 ქულით და წონით 3950გ

1 ადგილი – ლადო ზარკალიანი, 2 ქულით და წონით 6600გ

ხოლო გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვეს:
3 ადგილი – Soft Sweeps (თენგო ბინიაშვილი, გია ციტაიშვილი, გიგა ბაინდურაშვილი), 33 ქულით და წონით 10030გ

2 ადგილი – Paradox (ზაზა ხუციშვილი, გიორგი კოპალიანი, ნიკა ჯანაშია), 31 ქულით და წონით 8960გ

1 ადგილი – Only Feeders (მამუკა გეგეჩკორი, ლადო ზარკალიანი, ბადრი ხოსრუაშვილი), 18 ქულით და წონით 15210გ

ეს კი სატურნირო ცხრილი:

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეოვნული ფედერაცია დიდ მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, განსაკუთრებით ირაკლი გვილავას, თამარ ხოჯიაშვილს და დათო არეშიძეს, გაწეული მხარდაჭერისათვის ტურნირის საორგანიზაციო საკითხებში.

ასევე დიდ მადლობას ვუხდით “ლისი ლეიქ დეველოპმენტს” და მის დირექტორატს გვერდში დგომისათვის და თანამშრომლობისთვის. იმედს ვიტოვებთ რომ ლისის ტბა კიდევ არაერთ მსგავს ღნისძიებას უმასპინძლებს.

რათქმაუნდა დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს: მაღაზიებს “სათევზაო კლუბი” და “მაგელანი“, რომლებმაც საკმაოდ მსუყე პრიზებით გაანებივრეს გამარჯვებულები.

 

და განსაკუთრებული მადლობა კომპანია “კარსლბერგს” შესანიშნავი საჩუქრებისთვის!

ყველა მოყვარულსა თუ სპორტსმენს, წარმატებულ თევზაობას გისურვბებთ!

შევხვდებიტ ჩემპიონატის მე3 ეტაპზე, რომელიც ჩატარადება 24-25 ივნისს, წალკის წყალსაცავზე.

შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ტურნირის მიმდინარეობას ჩვენს ფორუმზე: ლინკი

Share