ტურნირი Feeder – “Ultimate Flat Feeder – Stranger” დებედას ტბაზე

ტურნირის ორგანიზატორი: თბილისის სპორტული თევზჭერის კლუბი “Ultimate Fishing”

მხარდაჭერა:   საქართველოს მეთევზეთა ფორუმი SportFishing.ge
ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: სპორტული 8 საათიანი ტურნირი ფლეტ  ფიდერით თევზჭერაში  “Ultimate Flat Feeder-Stranger”

ტურნირის ჩატარების თარიღი: 24 მარტი, 2019წ.
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: დებედას ტბა

ტურნირის სპონსორები:  

 

მცირე ანგარიში შემოგთავაზოთ ტურნირის შესახებ!

როგორც დაგეგმილი იყო დილის 7 საათზე ყველა გუნდი ადგილზე გამოცხადდა.  ამინდი არც ისე სახარბიელო იყო, ცივი ქარი დაგვხვდა, რომელიც  მთელი დღის მანძილზე  გაგრძელდა.    ქარი ძალიან ხშირად იცვლიდა მიმართულებას, ამას ასევე დაემატა საკმაოდ დაბალი ატმოსფერული წნევა.  ამან თავისთავად კენკვაზეც იქონია შედეგი. 

სწრაფად ჩავატერეთ  კენჭისყრა და გუნდები არჩევანის მიხედვით თავიანთ სექტორებში განლაგდნენ.  ყველამ კარგად იცის, რომ  დებედა საკმაოდ სპეციფიური ტბაა გამოხატული ბონუს სექტორებით. შეიზლება ითქვას, რომ მთელი დღის მანძილზე სცენარი ცოტა სხვა სახით განვითარდა.   ადმინისტრაციის მხარეს ყველასათვის ნაქებმა პირველმა  და მეორე სექტორმა  რეალურად ძალიან ცუდი შედეგი აჩვენეს.    სამაგიეროდ  ადმინისტრაციის მხარეს მეხუთე  სექტორი აქტიურად ჩაერთო  1 ადგილისათვის ბრძოლაში.  რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს წლის ამ დროისათვის ძირითადი დიდი თევზი აღმოჩნდა ამური და არა  კარპი.  სწორედ ამ სექტორს და გუნდს N17  ერგო ბოლოს ტურნირის ყველაზე დიდი თევზის  ტიტული 8.230 კილოგრამი და ტურნირის მეორე ადგილი.  

რაც შეეხება ადმინისტრაციის მეორე მხარეს განლაგებულ 4 გუნდს,  აქ ყველაფერი მარტივად განვითარდა.  როგორც ცნობილია  ამ მხარსე 1 სექტორი ყოველთვის ლიდერობს.  ამ დღესაც იგივე მოხდა, გუნდი გურულები ფაქტიურად მთელი ტურნირის მანძილზე არ გაჩერებულა.  საკმაოდ კარგი კენკვა ქონდათ, დიდი ამურით 6.030 კილოგრამი და ბევრი პატარა წონის თევზით, კარასით  ჯამში  გუნდმა დამსახურებული 1 ადგილიც დაიკავა.  რაც შეეხება დანარჩენ 3 გუნდს, მათ საკმაოდ წარმატებით გამოკვებეს თევზი. ესეც ხომ საქმეა ))))  რეალურად ამ გუნდებს არც ერთი ჩარტყმა არ ქონიათ, მიუხედავად დასაკვების, სატყუარას, დისტანციის არაერთჯერადი ცვლისა.  

აუცილებლად უნდა აღინისნოს, რომ დებედა სატურნიროდ ყოველთვის ძნელი ტბა იყო, მაგრამ სიტუაცია საკმაოდ  გართულებულია.  შუაში და ადმინისტრაციის მოპირდაპირე მხარსე ბოლოსკენ , თავი მოიყარა დიდი რაოდენობით შლამმა როგორც ეტყობა და  სიღრმე საკმაოდ დაბალია.  თევზი ძალაუნებურად სიღრმეში მიდის და ერთ ადგილზეა კონცენტრირებული.    

ერთი სიტყვით ამინდმა, ტბის ფსკერის რელიეფმა თავისი დაღი დაასვა კენკვას.  იმედია მომავალი ტურნირი ნადარბაზევის ტბაზე გაცილებით წარმატებული იქნება ყველა გუნდისათვის. 

თბილისის სპორტული კლუბი ულოცავს ყველა მონაწილეს და პრიზიორს სეზონის გახსნას!!!

დავით დევდარიანი

ლინკი ფორუმზე: forum.sportfishing.ge

 

Share